კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში დაბომბვისას 4 ბავშვი დაშავდა

გამოქვეყნდა:

კიევის მერის ინფორმაციით, რუსულ ჭურვებს დედაქალაქში დღეს დილით ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19 დაშავებულია. მათ შორის 4 ბავშვია. ვიტალი კლიჩკომ თავად მოინახულა საცხოვრებელი უბანი, რომელზეც ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს. კლიჩკოს ინფორმაციით, დაზიანებულია 6 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საბავშვო ბაღი და სკოლა. ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.
პოდილსკის რაიონში ოკუპანტებმა საცხოვრებელი უბანი დღეს დილით დაბომბეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი