უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა კიევში, პოდილსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
ცეცხლი შენობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსების მიერ ჩამოგდებული რაკეტის ნარჩენი მოხვდა.
უწყების ცნობით, ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო 98 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.