"მსოფლიო ნაციზმის გარეშე" - ომის პარალელურად, კრემლი კონცერტს მართავს და ყირიმის "შემოერთების" 8 წლისთავს ზეიმობს

გამოქვეყნდა:

რუსეთში  "ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანების დღისადმი" მიძღვნილი კონცერტი იმართება. ღონისძიება მოსკოვის დიდ სპორტულ არენა "ლუჟნიკზე" ტარდება.

"მსოფლიო ნაციზმის გარეშე" - ესაა რუსული პროპაგანდის დღევანდელი ლოზუნგი.

კრემლის მომღერლების გამოსვლის შემდეგ, სტადიონზე შეკრებილებს პუტინი მიმართავს

რუსული მედიის ცნობით, პროგრამაში შედის გრიგორი ლეპსი, პოლინა გაგარინა, ტიმატი და სხვები.

ცნობისთვის, ყირიმი 2014 წლიდანაა ანექსირებული. 8 წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია.

2014 წლის 27 მარტს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 68/262, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ჩათვლით და არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს.

რუსეთი ახლაც აგრძელებს უკანონო ქმედებებს, 24 თებერვალს მან უკრაინაში ომი დაიწყო. ამჯერად პუტინმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად დონეცკი და ლუგანსკი გამოაცხადა. უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე არაერთი ქალაქი დაიბომბა, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა დაწესებულებები. ომმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 18 მარტის დილის მდგომარეობით უკრაინაში მინიმუმ 109 ბავშვი დაიუღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. მილიონობით ლტოლვილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი