ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს, სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან - აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ანდრეი კასიანოვი.
მისი თქმით, ოკუპანტები სახმელეთო კომბინირებული გზით გადაჰყავთ, რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცეს, კასიანოვის თქმით, კრემლის მხრიდან საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
"ახლა ვიღებდით დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან. სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. მოუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალით და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობს დაკრძალვა. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება, უკრაინაში მათ უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული, ხოლო აგრესორ ქვეყანას, წითელი ჯვრით გათვალისწინებული დირექტივებით არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებთან და ლტოლვილებთან." - ამბობს ანდრეი კასიანოვი
იხილეთ ასევე: