
გმირობაზე, როდესაც ვსაუბრობთ იქ აუცილებელია დეტალების გაცნობა, ვინაობა...პიროვნება უნდა შეფასდეს - ასე ეხმაურება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროებისთვის გმირის წოდების მინიჭებისა და სამხედრო პატივით დაკრძალვის ინიციატივას.
მისი თქმით, დაღუპული ჯარისკაცების შესახებ კონკრეტული ინფორმაციას არ ფლობს და მსჯელობის გაგრძელება უადგილო იქნება.
"გმირობაზე, როდესაც ვსაუბრობთ იქ აუცილებელია დეტალების გაცნობა, ვინაობა და ა.შ... ამ ფონზე, როდესაც არ გვაქვს შესაძლებლობა კონკრეტულ პიროვნებებზე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ამ კითხვაზე მსჯელობის გაგრძელება უბრალოდ უადგილოა. ეს ადამიანები ვინ არიან ამაზე ვერ ვსაუბრობთ, ვისაუბრო, რომ მიენიჭოს თუ არ მიანიჭოს და შევაფასო პიროვნება ხომ არ ივარგებს...პიროვნება უნდა შეფასდეს"- ამბობს სარჯველაძე
შეგახსენებთ, რომ რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან ტანკებით იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ქართველი მოხალისეები იყვნენ განლაგებული.
დაღუპულია გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. მათთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით, ნიკა გვარამია გამოვიდა. ამ მოსაზრებას იზიარებს და ეთანხმება მესამე პრეზიდენტი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები