სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი იდეისა და მონახაზის დონეზე უკრაინელ კოლეგებთან განიხილება. მისი თქმით, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ.
წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!" - წერს ნინო ლომჯარია.
ლომჯარიას უკრაინაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გავრცელდა.