რუსული თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში | კრემლის პროვოკაცია თუ შეთანხმება "ოცნებასთან"

გამოქვეყნდა:

რუსული ილ-76 საქართველოს საჰაერო სივრცეში. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თვითმფრინავმა თბილისის ცა გადაკვეთა და ერევანში დაეშვა. უცნობია, რა მისიით იმყოფებოდა ლაინერი სომხეთში, რომელსაც რუსული არმია სამხედრო ოპერაციებში ხშირად იყენებს, თუმცა მთავარი ახლა საქართველოს ხელისუფლების პასუხია - კრემლმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია თუ "ქართულმა ოცნებამ" რუსულ სამხედრო ავიაციას საჰაერო დერეფანი გაუხსნა.

თავდაცვის სამინისტრო დუმს. საჰაერო-სანავიგაციო მონაცემებით უტყუარად დასტურდება, რომ კრემლის არმიის საჰაერო ხომალდები რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში დაფრინავენ. ბოლო დღეების განმავლობაში რეისები განსაკუთრებული ინტენსივობით სრულდება და არსებობს ვერსია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეს ოკუპანტი ქვეყანა საკუთარი სამხედროების სომხეთიდან უკრაინაში გადასაყვანად იყენებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი