"სოციოპათებს, როგორც წესი, აერთიანებთ ის, რომ ძალიან ადრეულ ასაკში მათ მიიღეს რაიმე სახის ფსიქოლოგიური ტრავმა. შესაძლოა, ბავშვობაში ასეთ ადამიანს აბუჩად იგდებდნენ, სცემდნენ, ამცირებდნენ და ამის გამო ის მთელ სამყაროზეა გამწარებული. ასეთია ბევრი ტერორისტი. ქცევის ეს ტიპი ძალიან ჰგავს პუტინისას."- მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტების ფსიქიკური მდგომარეობა, ახლა დასავლური მედიის, სადაზვერვო სამსახურების და ფსიქიატრების შესწავლის მთავარი სამიზნეა;
რა მდგომარეობაშია ვლადიმერ პუტინი და რას გააკეთებს შეშლილი დიქტატორი, როცა ის გააცნობიერებს, რომ დამარცხდა.
რატომ ემზადებოდა ჯერ კიდევ წლების წინ , სრული იზოლაციისთვის და რატომ ააშენა გასაიდუმლოებული სასახლე, საიდუმლო გვირაბებით? რა არის რუსეთის პრეზიდენტის საბოლოო მიზანი და როგორი იქნება 21-ე საუკუნის ფაშიზმის დასასრული, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა სადაზვერვო ინფორმაცია და პუტინის კარზე დაწყებული სადამსჯელო ღონისძიებები, ანალიტიკოსებს ამ ფინალის შესაძლო სცენარზე საუბრის საფუძველს უკვე აძლევს.
პუტინის სასახლე გელენჯიკში გასაიდუმლოებულ ვითარებაში 2005-2010 წლებში ლანფრანკო კირილომ, რუსეთში მცხოვრებმა ყველაზე იდუმალებით მოცულმა იტალიელმა არქიტექტორმა იდოკოპასის კონცხზე ააგო. რუსეთის პრეზიდენტის 68 ჰექტარზე გადაჭიმულ რეზიდენციას აქვს მიწისქვეშა ყინულის დარბაზი, ღვინის ქარხანა ვენახებით, ეკლესია, 80 მეტრის სიგრძის ხიდი „ჩაის სახლთან დასაკავშირებლად“, სასახლიდან ზღვაზე ჩასასვლელი გვირაბი, გოლფის მოედნები, კაზინოები , ამფითეატრი. პუტინის პირადი სიამოვნებისთვის შექმნილი სტრიპტიზის ოთახიც კი.