უკრაინაში, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე რუსი სამხედრო კაპიტანი მოკლეს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი სამხედრო მეთაური, რომელიც უკრაინაში დაიღუპა - რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის, პირველი რანგის კაპიტანის ანდრეი პალის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი, საკონსულტაციო ჯგუფ „ასისტენსის“ პრეზიდენტი, კონსტანტინე ცარენკო ავრცელებს.

"ჩვენი სამშობლოს მამაცი დამცველი, ფიცისა და საზღვაო ძალების თავდადებული, მოსიყვარულე მამა, ნამდვილი მეგობარი, შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი, ანდრეი ნიკოლაევიჩ პალი, აღარ არის. დღეს ჩვენი მეგობარი დაიღუპა ჩვენი, ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის დასაცავად მის შორეულ საზღვრებზე!” წერს ის.

თუმცა, კონკრეტულად სად და რა ვითარებაში იღუპა ის, უცნობია.

პალია 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს წინააღმდეგ, რუსულ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობდა.  

აღსანიშნავის, რომ პალი უკრაინის მოქალაქე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა კიევში, უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-2 პოლკის საგანმანათლებლო სამუშაოების მე-4 ასეულის მეთაურის მოადგილედ, მაგრამ 1993 წლის მარტში უკრაინის სამხედრო ფიცის დადებაზე უარის თქვა და ჩრდილოეთ ფლოტში გაემგზავრა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი