რუსმა აგრესორებმა მარიუპოლში სკოლა დაბომბეს, სადაც 400-მდე მოქალაქე აფარებდა თავს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ჭურვი ხელოვნების სკოლის შენობას ესროლეს, სადაც 400-მდე მოქალაქე აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები.

ადგილზე მაშველები მუშაობენ და ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ქალაქი მარიუპოლი უკვე 20 დღეა ოკუპანტების ალყაშია მოქცეული და აქ ჰუმანიტარული კატასტროფის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. ბლოკირებულია ყველა დერეფანი, მოქალაქეებს არ აქვთ წყალი, პროდუქტები, გათბობა და ელექტროენერგია. 

დღეს მარიუპოლში ისევ მოქმედებს ჰუმანიტარული დერეფანი, თუმცა რისკი იმისა, რომ რუსებმა "სიჩუმის რეჟიმი" დაარღვიონ, კვლავ მაღალია. მარიუპოლის დატოვება ამ დრომდე მხოლოდ 5 000-მდე მოქალაქემ შესაძლო. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს მოქალაქეები ძალდატანებით რუსეთში გადაჰყავთ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი