
პოლიციელებმა შეგნებულად არ დაასწრეს გიორგი რურუას მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას მისი ადვოკატი, გაიოზ ნიჟარაძე, - ამის შესახებ გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვიკლმა განაცხადა. მისი თქმით, ადვოკატი გაიოზ ნიჟარაძე, სამ იანვარს გიორგი რურუას საკნიდან ნივთების გამოტანის პროცესს შეგნებულად არ დაასწრეს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ადვოკატმა დაგვიანებით მიმართა პენიტენციურ სისტემას და ამიტომ არ დაუშვეს ნივთების ამოღების პროცესზე. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი ნიჟარაძეს წარდგენილი ჰქონდა ორდერი ხუთი დეკემბრიდან მოყოლებული ნომერ მერვვე პენიტენციურ დაწესებულებაში.
მას წარდგენილი ჰქონდა ორდერი ხუთი დეკემბრიდან მოყოლებული ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. მაგ დღესაც მისული იყო და იმ დროს, როდესაც გიორგი რურუას საკანში პოლიციელები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებას, მისი ადვოკატი ელოდებოდა, დაახლოებით ოთხი საათი გიორგი რურუას ამოყვანას და უმალავდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა, ანუ პოლიციელებმა შეგნებულად არ დაასწრეს გიორგი რურუას მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას მისი ადვოკატი და აგრეთვე დადასტურდა, რატომ არ დაასწრეს. იმიტომ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, - ამბობს საძაგლიშვილი.
სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დაცვის მოწმეთა დაკითხვით გრძელდება. დღეს, დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა, აქციის ერთი მონაწილე და ადვოკატი, გაიოზ ნიჟარაძე.
მოვიდა მანქანა შეშით დატვირთული და გიორგი და მისი მეგობრები მივიდნენ, რომ დაეცალათ ეს მანქანა. მახსოვს, ვიდექი გიორგის უკან. როდესაც გიორგი დაიხარა შეშის ტომრის ასაღებად, მახსოვს, მაისური ამოეწია შარვლიდან და გამოუჩნდა წელი. რა დროსაც, თუ რამე უნდა ჰქონოდა მაშინ აუცილებლად შევნიშნავდი. თუმცა მსგავსი არაფერი შემინიშნავს და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მას ნამდვილად არ ჰქონია თან არაფერი, - ამბობს ერთ-ერთი მოწმე.
პროკურორის განცხადებით, გიორგი რურუას ადვოკატი ამჟამად მოწმის სახით დაიკითხა და განმარტა, რომ ადვოკატი სამი იანვარს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, რადგან მან ადვოკატის ორდერი გამოძიებაში წარადგინა, დაახლოებით 20 დღის შემდეგ და ალოგიკური იყო მისი ჩვენება.
აღნიშნული მოწმე მხოლოდ აქციაზე იმყოფებოდა და არ შესწრებია ის საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ჩატარდა გიორგი რურუასთან, შესაბამისად ამ ფაქტზე და მოცემულობაზე რაიმე ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა. მეორე მოწმეს, რაც შეეხება, ეს იყო გიორიგ რურუას ადვოკატი, ამჟამად უკვე მოწმის სტატუსით და მას გააჩნდა პრეტენზია, რომ სამ იანვარს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებაში არ მიაღებინეს მონაწილეობა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ადვოკატის ორდერი გამოძიებაში წარადგინა, დაახლოებით 20 დღის შემდეგ, შესაბამისად ალოგიკური იყო მისი ჩვენება - ამბობს პროკურორი, ვასილ სამხარაძე.