არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც, - ამის შესახებ კონგრესმენი მარკუეინ მალინი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.
ვნახე სტატია ქართულ მედიაში, ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ. შეცდომას ნუ დაუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები წარმომადგენლობით პალატაში ვართ თავისუფლების მცველები და არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის არც საქართველოში, - წერს მალინი.
ამით კონგრესმენი, ამერიკაში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ბაქრაძე ამბობს, რომ ხელმომწერების ნახევარი, დოკუმენტში, ივანიშვილის შესახებ პუნქტს არც იაზრებს და არც იზიარებს.