ვინ გახდება საკონსტიტუციოს თავმჯდომარე - თანამდებობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი დღეს ვერ პასუხობს შეკითხვას - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი. 15 ივნისიდან გაჩენილი ვაკანსიის შემდეგ მერაბ ტურავა ზაზა თავაძის მიერ გამოთავისუფლებულ პოსტზე ხუთმა მოსამართლემ წარადგინა.

ამჯერად, ამ თანამდებობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - ტურავა და იმერლიშვილი, რომელსაც  საკონტიტუციო სასამათლოს პლენუმის ცხრაკაციანი შემადგენლობიდან ოთხი უჭერს მხარს. გადაწყვეტილების მისაღებად კი ხუთი ხმა არის საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე მერაბ ტურავას აქვს, რომლის სახელსაც არაერთი სკანდალური საქმე საქმე უკავშირდება შევარდნაძის ხელისუფლების დროს და მის შემდეგაც. მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება. 

მერაბ ტურავას სახელი რუსთავი 2-ისა და გიგი უგულავას საქმესაც უკავშირდება. მან გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არაკონსტიტუციურად ცნობას ხელი არ მოაწერა და ამისთვის ბიულეტენზე გავიდა და საავადმყოფოს მიაკითხა. 

მერაბ ტურავას პრობლემები აქვს სტრასბურგის სასამართლოსთანაც, საქმე 2006 წლის სარჩელს უკავშირდება, როდესაც მოსამართლეობის უფლების შეწყვეტის გამო ევროპის ადამინის უფლებთა დაცვის სასამართლოს ოთხმა ქართველმა მოსამართლემ მიმართა. მათ შორის იყო ნინო გვენეტაძეც. სასამართლომ მოითხოვა, რომ ნებისმიერი ცვლილება მათ კარიერაში მოსარჩელეებს ეცნობებინათ, რაც ნინო გენეტაძემ უზენაეს სასამართლოში წასვლის შემდეგ თავად გააკეთა, მერაბ ტურავამ კი სტრასბურგის სასამართლოსთან არ ითანამშრომლა, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ არაკონსტრქუციულობად შეაფასა. 

ამ და სხვა ფაქტორების გამო ოპოზიცია მერაბ ტურავას დანიშვნას საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარის პოსტზე კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 

მეორე კანდიდატი ირინა იმერლიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე გიგა კვერენჩხილაძემ წარადგინა. ორივე მათგანი სასამართლოში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისივე ქვოტით მოხვდა. 

საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასანიშნად ერთთვიანი ვადაა დაწესებული, თუმცა, სავარაუდოდ, ვინ შეცვლის ზაზა თავაძეს, უფრო მალე გახდება ცნობილი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი