კიევში კომენდანტის საათი ისევ იმოქმედებს - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კომენდანტის საათი დღეს საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და 23 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება.
"ხვალ არ იმუშავებს მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, დაწესებულებები. ამიტომ, ყველას ვთხოვ, დარჩეს სახლში ან თავშესაფრებში - განგაშის სიგნალის შემდეგ. ქალაქში გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვი მანქანებით იქნება", - გააფრთხილა მან მოქალაქეები.
ამავე თემაზე: