რუსეთი მომავალ კვირებში, სავარაუდოდ, პრიორიტეტს მიანიჭებს კიევის ალყაში მოქცევას - გაერთიანებული სამეფო

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიევი, უკრაინის დედაქალაქი, რჩება რუსეთის პრიორიტეტად და სავარაუდოდ, რუსეთი უახლოეს კვირებში პრიორიტეტს მიანიჭებს კიევის ალყაში მოქცევის მცდელობას.

"მიუხედავად პროგრესის მუდმივი ნაკლებობისა, კიევი რჩება რუსეთის უპირველეს სამხედრო მიზნად" - თქვა სამინისტრომ.

უწყების ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დედაქალაქისკენ მიმავალი ძალები შეჩერებულია, უკრაინამ ასევე მოიგერია თავდასხმა გოსტომელის მიმართულებით ჩრდილო-დასავლეთ მხარეს.

სამინისტრომ დასძინა, რომ რუსული ძალების დიდი ნაწილი რჩება დედაქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრის დაშორებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი