
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მესამე პრეზიდენტმა "სიმხდალისა და ლაჩრობის ყველა რეკორდი" მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე. ღარიბაშვილის აზრით, "ეს მოღალატეობრივი" ჯგუფი დღეს "ქართულ ოცნებას" ქვეყნის სიყვარულს არ უნდა ასწავლიდეს.
"ჩვენ სამწუხაროდ გვახსენდება გმირობის არაერთი მაგალითი, ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების აგვისტოს ომის დროს, უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში, ასევე, უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. ასე რომ, ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, მოღალატეობრივი ჯგუფი და რადიკალური ჯგუფი დღეს ჩვენ არ უნდა გვასწავლიდეს ჩვენი ქვეყნის სიყვარულს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ.