"მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა გადარჩება და პუტინი დამარცხდება"... | "მთავარი არხის" ინტერვიუ კურტ ვოკერთან

გამოქვეყნდა:

გთავაზობთ "მთავარი არხის" ინტერვიუს აშშ-ის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინაში და NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩთან, კურტ ვოკერთან. ინტერვიუ გადაცემისთვის "დღის სტუმარი" ნათია გოგსაძემ ჩაწერა:

- ბატონო ვოკერ, ლამის თვეა უკრაინა თავგანწირვით იბრძვის და მთელი მსოფლიოს თვალწინ ამარცხებს მსოფლიოს ნომერ მეორე არმიას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, უკრაინას ან ცის ჩაკეტვა შჭირდება ან ისეთი იარაღი, რომელიც მის მოქალაქეებს მშვიდად ცხოვრების საშუალებას მისცემს, არსაფარენი ზონა, ან იარაღი - რაზეა მზად ახლა დასავლეთი?

- ამ მომენტში არა მგონია რომ აშშ და ნატო მზად იყვნენ არასაფრენი ზონის დაწესებისთვის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან უკრიანაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს, თუმცა ამ მომენტში ისინი ამას არ გააკეთებენ. ნაცვლად ამისა, უკრაინელებმა ასევე ითხოვეს საშუალებები, რომ თავად შექმნან არასაფრენი ზონა და სწორედ ამაში ეხმარება აშშ. ჩვენ მათ ვაძლევთ სტინგერებს, ასევე ვეხმარებით S-300 ტიპის რაკეტების შეძენაში, ასევე არის საუბარი დრონებსა და მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების შესაძლებლობაზე, რისი სურვილიც პოლონეთმა გამოთქვა. ასე რომ, ჩემი აზრით, ჩვენ საკმაოდ კარგად ვეხმარებიტ უკრაინას, რომ თავად დააწესონ არასაფრენი ზონა.

- მიგ 29-ების გადაცემაზე ამ დრომდე უარი იყო, შეიცვალა რამე? 

- ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია. უკრაინამ ითხოვა ეს თვითმფრინავები, პოლონეთმა მიწოდების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ვაშინგტონი ჯერჯერობით არ ჩქარობს. უნდა ითქვას, რომ კონგრესში ამას დიდი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ სავარაუდოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პოზიტიურად გადაწყვეტს ამ საკითხს.

- აგრესორი რუსეთის ფონზე უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის შეთავაზება დღეს რამდენად არის გამოსვალი, მითუმეტეს რომ არ არის გამორიცხული, სულ მალე კრემლმა იგივე ულტიმატუმი საქართველოსაც წაუყენოს.

- ზელენსკი ამბობს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ანუ 14 წლის განმავლობაში, არანაირი პროგრესი არ არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასტან დაკავშირებით. ასე რომ, ის რეალობას აღიარებს და ამბობს, რომ ქვეყანა მაინც არ მიდის ნატოსკენ. ამავე დროს, ის ამბობს, რომ ომი უნდა შეწყდეს და რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს, მოსკოვი კი ამის სურვილს ჯერჯერობით არ ამჟღავნებს. ამის გარეშე კი ნეიტრალიტეტზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, ზელენსკიმ ამაზე საუბარი იმისთვის დაიწყო, რომ ენახა, რამდენად იყო შესაძლებელი ომის დასრულება. რამდენად აღიქვამდა ამას რუსეთი საკუთარ გამარჯვებად და დაასრულებდა აგრესიას. თუმცა, ამჟამად ამის ნიშნები საერთოდ არ ჩანს.

- ანუ ნეიტრალიტეტი უსაფრთხოების გარანტიას უკრიანისთვის მაინც ვერ უზრუნველყოფს...

- ჩემი აზრით, უნდა იყოს გარანტიები ნატოსგან. მე არ მგონია, აშშ-ს რაიმე სხვა ბერკეტი ჰქონდეს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფისთვის. თუ ეს ქვეყნები ერთად იქნებიან, რა თქმა უნდა ეს უკეტესია, ვიდრე უკრაინის მარტო დარჩენა. თუმცა, ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის არის სწორედ ნატო და აშშ.

- უკრაინაში ომის ფონზე შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მუდმივად ახსენებს ოფიციალურ თბილისს, რომ მოითხოვენ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობების შესრულებას - გაიყვანონ ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სამწუხაროდ საქართველოს მთავრობისგან მსგავსი არასოდეს მოგვისმენია... მთელი კონტექსტისა და საფრთხეების გათავლსიწინებით, არის თუ არა ახალა სწორედ ის მომენტი, რომ საქართველომ ოკუპანტების გაყვანა მოითხოვოს?  

- დიახ, მიმაჩნია, რომ ახლა რუსეთისგან ჯარების გაყვანის მოთხოვნა დროული იქნება. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ამას საკუთარი ნებით გააკეთებს, ან რომ ეს მალე მოხდება, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში. მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა გადარჩება როგორც სახელმწიფო, პუტინი დამარცხდება და იქნება გარკვეული ხელშეკრულება. მიმაჩნია, რომ ტრაგედია იქნება, თუ ეს ხელშეკრულება, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამბავს, ასევე არ გადაწყვეტს რუსეთის აგრესიის საკითხს საქართველოს მიმართ. ანუ, ეს უნდა იყოს ფართო შეთანხმება, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. მე არ ვამბობ, რომ ეს ახლავე მოხდება, მაგრამ კარგი იქნება, თუ აქედანვე დაიჭერთ თადარიგს.

- პუტინის ომის დაწყებიდან დღესმდე საქრატელოში რუსეტის მოქალაქეების რიცხვმა იმათა, რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ახლა ქვეყანამ უსაფრტობიდან გამომდინარე, ფიქრობთ თუ არა რომ უნდა დაწესეს სავიზო რეჟიმი ?

- უამრავი რუსი გაიქცა რუსეთიდან და ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც წავიდნენ, მაგალითად სომხეთში, თურქეთში, გერმანიაში, ლატვიაში. ვისაც ფინანსური შესაძლებლობები ხელს უწყობს, ისინი უფრო დასავლეთით მიდიან. საქმე ისაა, რომ ეს ხალხი გაურბის გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას საკუთარ ქვეყანაში. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ეს დამოკიდებულია დარჩენის ხანგრძლივობასა და იმაზე, თუ რა როლს ასრულებს ესა თუ ის ადამიანი. ამას საქართველოს მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება. არსებობენ რუსები, რომლებიც მართლაც საკუთარ მთავრობას გაურბიან და უნდათ, რომ დაიცვან საკუთარი ქონება, ფული, ოჯახები და ა.შ. მათ სჭირდებათ უსაფრთხო ადგილი. ამ ხალხს არ მოსწონს პუტინი და სავარაუდოდ საქართველოს სუვერენიტეტსაც პატივს სცემენ. მთავარია, ეს ხალხი კანონებს იცავდეს და ამას მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება.

- საქართველოს ხელისუფლება თავისი რიტორიკით და განცხადებებით  უკრაინას  ძალიან შორდება, პრეზიდენტმა ზელენკისმ განაცხადა, რომ ვინც მეგობარია ახლა მასთან უნდა იყოს, მან კიევში ჩასვლისკენაც მოუწოდა პარტნიორებს , ამ შესაძლებლობას ახლა განიხილავს ბორის ჯონსონიც, სანქციების დაწესებას რუსეთისთვის ჩვენ არავინ გვთხოვს, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რომ ოფიციალურ თბილისის უფრო გონივრულად უნდა ემოქმედა, ხისტი განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა, მითუმეტს რომ სანქციების ნაწილს ჩვენ ავტომატურად მიერთებულები ვართ.

- უზბეკეთის პრემიერმინისტრმა გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ ომს რუსული აგრესია უწოდა, რაც ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. დიახ, ეს ნამდვილად მორალური საკითხია და ვფიქრობ, აქ საქართველოს მტავრობა უფრო თავდაჯერებულად უნდა მოქმედებდეს. გარდა ამისა, ეს გვახსენებს 2008 წლის ომს და უარესიც არის, ვიდრე საქართველოში მომხდარი აგრესია. რაც შეეხება სანქციებს, იმის გამო, რომ არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე ფინანსური ტრანზაქციების ნაკლებობა და ა.შ. იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სანქციებს ისედაც არის შეერთებული. ამიტომ, არაფერი დაშავდება, თუ საქართველოს მტავრობა იტყვის, რომ არ არის ევროკავშირის სანქციებთან შეერთების აუცილებლობა, რადგან არსებული სანქციები იმავე შედეგს იძლევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი