ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი "პაქსლოვიდი" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. 

მისი თქმით, პრეპარატი უფასო იქნება მათთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს და ქრონიკული დაავადებები აქვს. 

"ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც არის "ფაიზერის" შექმნილი "პაქსლოვიდი". სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება და ყველა ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს, ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები ახლავს თან, მათ დავურიგებთ უფასოდ ამ მედიკამენტებს და ისინი იმკურნალებენ ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაშია აუცილებელი ამ პრეპარატის მიღება",- მბობს აზარაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი