რუსეთის სასამართლომ ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო - პროკურატურა 13 წლიან პატიმრობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერი, კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვის სასამართლომ მსხვილმასშტაბიან თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება დღეს, სამშაბათს გახდა ცნობილი.

რუსული პროკურატურა ითხოვს, რომ მას 13 წლით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯოს. ნავალნი ამჟამადაც 2-წლიან სასჯელს იხდის. 

გამოძიების მტკიცებით, ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ფონდებში იყო ჩარიცხული. თაღლითობაზე პროკურატურამ საქმე 2020 წლის ბოლოს აღძრა. 

ნახეთ ნავალნის სიტყვა 15 მარტის სასამართლო პროცესიდან:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი