გერაშენკო: პუტინის გარემოცვაში მუშავდება ლუკაშენკოს ძალაუფლებიდან ჩამოშორების ვარიანტი, გადატრიალების გზით

გამოქვეყნდა:

"ლუკაშენკომ ისევ მოატყუა პუტინი.
ლუკაშენკო რუსეთის ფედერაციის ფაშისტ დიქტატორს უკრაინაზე თავდასხმას არაუგვიანეს 21 მარტისა დაპირდა.
სწორედ ამიტომ მოხდა ბელარუსის დიპლომატიის ნარჩენების სრული ევაკუაცია წინა დღეს კიევიდან.
პუტინი მძვინვარებს!"
- ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს ინფორმაციას.

მისი ინფორმაციით, ლუკაშენკოს დაავალეს მასირებული შეტევა ლვოვზე ვოლინის გავლით, იმ გზაზე, რომლის მეშვეობითაც, უკრაინაში აშშ-დან, ბრიტანეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან იარაღი შედის. უკრაინელი მაღალჩინოსანი წერს, რომ რუსეთი ახლა ლუკაშენკოს ძალაუფლებიდან ჩამოშორების გეგმას ამზადებს:

პუტინის გარემოცვაში მუშავდება ლუკაშენკოს ძალაუფლებიდან ჩამოშორების ვარიანტი, გადატრიალების გზით, რომლის ორგანიზებასაც გეგმავენ რუსეთის დაზვერვის სამსახურები თავიანთ აგენტებთან ერთად კგბ-სა და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან ერთად - წერს გერაშენკო.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამ გეგმების შესახებ ლუკაშენკომაც იცის და არ არის გამორიცხული,  პუტინის აგენტებისგან თავისი გარემოცვის "გაწმენდა" დაიწყოს - "დაჭამეთ ერთმანეთი"- წერს გერაშენკო სტატუსის ბოლოს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი