პოლონეთი 40-ზე მეტ რუს დიპლომატს ჯაშუშობისთვის, ქვეყნიდან გააძევებს - მედია

გამოქვეყნდა:

დღის ბოლომდე პოლონეთი 40-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადებს - ინფორმაციას Onet წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლონეთის სპეცსამსახურების ცნობით,  დიპლომატებს გააძევებენ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი საქმიანობისთვის“, უფრო კონკრეტულად კი ჯაშუშობისთვის. 

რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. პოლონეთში რუსეთის საელჩოში სულ 50-ზე მეტი დიპლომატი მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი