
ერთი წელი "გავრილოვის ღამიდან" - არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს სამართლებრივ შეფასებებს გამოაქვეყნებენ. საქმე ეხება საკითხებს, რომელთა თანახმადაც, სისხლიანი ღამიდან ერთი წლის თავზე ჯერ ისევ დაუსჯელია აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირთა წრე. ასევე, დაუსჯელები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს. დღემდე არ არიან დაზარალებილად ცნობილები ის პირები, ვინც სისხლიან ღამეს დაზიანებები მიიღო.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დემონსტრანტების მიმართ მასშტაბური ძალის გამოყენების მიუხედავად, სახელმწიფომ სრული პასუხიმგებლობა მოქალაქეებს დააკისრა.
დეტალურად ვისაუბრებთ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საგამოძიებო პროცედურებზე, ხარვეზებზე, რომლებიც გამოვლინდა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომელთაც პირდაპირ აღენიშნებათ დაზიანებები და არ არის სადაო ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს სწორედ 20-21 ივნისი მოვლენების შედეგად , ჯერ კიდევ არ არიან დაზარალებულებად ცნობილები, - აცხადებს "საია"-ს იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი, მარიკა დაუმბაძე.