აბაშიძეს ყაზახეთში ადგილობრივი სპეციალისტები მკურნალობენ, კონტაქტეზე არიან ქართველი მედიკოსებიც- საგარეო უწყება

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ყაზახეთში საქართველოს ელჩს ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოშია გადაყვანილი აბაშიძის ცოლიც.

როგორც "მთავარ არხს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აბაშიძეს ადგილობრივი სპეციალისტების მეთვალყურეობით მკურნალობენ და მათთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ქართველ მედიკოსებსაც.

ოფიციალური სტატისტიკით, ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 16 300-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 105 ადამიანი. 18 ივნისს კი ყაზახეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსი აქვს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, „ერის ლიდერს“ ნურსულთან ნაზარბაევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი