რუსეთის აგრესია უკრაინაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში ნატოს საგანგებო სამიტი იწყება, სადაც მსოფლიო ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. სამიტამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს აწვდიან, თუმცა პოზიცია, რომ ნატოს ჯარები და თვითმფრინავები არ იქნებიან უკრაინის ტერიტორიაზე, უცვლელია. 

მისივე თქმით, ვერ დააწესებენ "არასაფრენ ზონას", რადგან ეს ნიშნავს, რომ ნატომ უნდა შეუტიოს რუსულ თვითმფრინავებს რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე, რაც რუსეთსა და ალიანსს შორის სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. 

სტოლტენბერგმა კითხვას საქართველოსთან დაკავშირებითაც უპასუხა:

"მე იმედი მაქვს, რომ ამ სამიტზე მოკავშირეები ნათლად დააფიქსირებენ მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშ არიან და მათ შორისაა საქართველო. ნატო მრავალი წელია რაც ეხმარება საქართველოს, რომ გაატაროს რეფორმები და თავდაცვის სისტემების მოდერნიზება მოახდინოს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა", - თქვა სტოლტენბერგმა. 

ნატო-ს ლიდერები დღეს შეთანხმდებიან, რომ კიდევ 4 სამხედრო ჯგუფი განთავდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი