დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის 59 მოქალაქეს და 6 ბელარუსულ კომპანიას ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ახალი სანქციები მიმართულია რუსული სტრატეგიული ინდუსტრიების, ბანკებისა და ბიზნეს ელიტების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.
"ეს ოლიგარქები, ბიზნესები და დაქირავებული ავაზაკები უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის თანამონაწილეები არიან და სწორია, რომ ისინი ამ ყველაფრისთვის საფასურს იხდიან. პუტინს არ უნდა ჰქონდეს ილუზიები - ჩვენ გაერთიანებულები ვართ ჩვენს მოკავშირეებთან და გავაგრძელებთ რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას, რათა დავაჩქაროთ მისი წარუმატებლობა უკრაინაში. ყველას, ვინც დღეს სანქცირებულია, დიდ ბრიტანეთში გაეყინებათ აქციები, რაც ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს არცერთ მოქალაქეს ან კომპანიას, არ შეეძლება მათთან ბიზნესსაქმიანობა. ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სანქციები დაუწესდა მოგზაურობასთან დაკავშირებით, ასევე, აეკრძალებათ მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში ან გაერთიანებული სამეფოდან. ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა გაამარტივა წინა კანონმდებლობა, რაც დიდ ბრიტანეთს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად უპასუხოს მიმდინარე კრიზისს. მთავრობა გააგრძელებს ზეწოლას და სანქციებს გამოიყენებს რუსეთის ეკონომიკის დეგრადაციისთვის, ისეთი მასშტაბით, რომელიც კრემლს ან რომელიმე სხვა მასშტაბურ ეკონომიკურ სივრცეს აქამდე არასდროს უნახავს", - აცხადებს ლიზ ტრასი.
ამავე თემაზე: