აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების, ასევე, საქართველოსა და მოლდოვაზე ​​თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხო გეგმაზე მუშაობს - NYT

გამოქვეყნდა:

The New York Times წერს, რომ თეთრმა სახლმა შექმნა ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნების გუნდი, რათა დასახოს სცენარები, თუ როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს, თუ პუტინი გადაწყვეტს ომში ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

პროცესში ჩართული რამდენიმე ოფიციალური პირის თქმით, "ვეფხვის გუნდი" ასევე განიხილავს, როგორი იქნება პასუხი, თუ პუტინი მიაღწევს ნატო-ს ტერიტორიას და შეუტევს კოლონებს, რომლებიც უკრაინას იარაღსა და დახმარებას აწვდიან.

გუნდი ასევე განიხილავს საპასუხოდ ნაბიჯებს იმ შემთხვევისთვისაც, თუ რუსეთი ეცდება ომის გაფართოებას მათ შორის მოლდოვასა და საქართველოზე თავდასხმით.

არსებული ინფორმაციით, გუნდის შეხვედრები კვირაში სამჯერ, საიდუმლოდ ტარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი