იმედია, საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის საწარმოებლად შავი ხვრელის ადგილად - კოლასი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ამბობს, რომ დიდი იმედი აქვთ, საქართველო არ გახდება ბიზნესის საწარმოებლად შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების საშუალება. დიპლომატმა დღეს სანქციების მნიშვნელობასა და შექმნილ ვითარებაზე საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა.

"საქართველომ ყველაზე უკეთ იცის, რომ რუსეთი არავის სუვერენობას და კანონით განსაზღვრულ საზღვრებს პატივს არ სცემს, ეს არის ეთნოცენტრული ხედვის ქვეყანა. აგრესიის წინააღმდეგ სამოქმედოდ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიანად უნდა იმოქმედოს. ნებისმიერ თავდასხმას უკრაინის სუვერენიტეტზე მოჰყვება მნიშვნელოვანი რეაგირება, ევროკავშირი და მისი პარტნიორები პირობის შესაბამისად იქცევიან", - თქვა დიეგო კოლასმა.

მისივე თქმით, დღეს სანქციები ეკონომიკური ინსტრუმენტია, რომელმაც ზეგავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის ქმედებებზე და ეკონომიკაზე. ელჩი ამბობს, რომ უპირველესი მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა, რათა შემცირდეს ომით გამოწვეული დანაკარგები.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის წევრი და ნაწილი იყო, დაახლოებით 900-ზე მეტი ინდივიდია სანქცირებული, რომელშიც შედის რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ყველა წევრი და დუმის 456 დეპუტატი, ასევე, რუსი ოლიგარქების უმეტესობა. კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თვისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის საწარმოებლად შავი ხვრელის ადგილად, როგორც ტაჯიკეთი", - თქვა ელჩმა.

კომიტეტების სხდომას ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი