შოიგუს ახლა მედიისთვის დრო არ აქვს - პესკოვი მინისტრის გაუჩინარებაზე

გამოქვეყნდა:

შოიგუს ახლა მედიისთვის დრო არ აქვს - ასე ხსნის კრემლი თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას. განცხადება დიმიტრი პესკოვმა "ტასთან" გააკეთა და თქვა, რომ შოიგუს "ბევრი საზრუნავი აქვს" უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით.

"თავდაცვის მინისტრს ახლა ბევრი საზრუნავი აქვს. სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ახლა მედიაში აქტიურობის დრო არ არის, ეს სრულიად გასაგებია", - ამბობს პესკოვი.

შოიგუს გაუჩინარებაზე მედია გუშინ ალაპარაკდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.  პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მინისტრს შესაძლოა გულის პრობლემები ჰქონდეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი