ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
სანქციები შეეხება ათობით რუსულ თავდაცვის კომპანიას, ასევე, რუსეთის დუმის 328 დეპუტატსა და sberbank-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰერმან გრეფს.
"ეს თანხვედრაშია ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და კანადის მიერ განხორციელებულ ასეთივე ქმედებებთან, რომელიც გამოხატავას ერთიან პოზიციას, დაეკისროს პუტინის პასუხისმგებლობა მის მიერ დაწყებული ომის გამო", - ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ბრიტანეთმა რუსეთის 59 მოქალაქეს და 6 ბელარუსულ კომპანიას მორიგი სანქციები დაუწესა