
იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს. სტოლტენბერგი ალიანსს კიდევ 1 წელი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება დღევანდელ სამიტზე მიიღეს.
სტოლტენბერგს ვადა წელს ეწურებოდა, თუმცა თანამდებობაზე ის 2023 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება.
სტოლტენბერგი თანამდებობას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს.