უნდა შევქმნათ სისტემა, რომლითაც დავადგენთ, რომელმა ქვეყანამ სად დაარღვია სანქციები - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომლის საშუალებითაც დავადგენთ, რომელმა ქვეყანამ სად დაარღვია სანქციები - ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ნატოს საგანგებო სამიტის შემდეგ გააკეთა. 

მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ბარბაროსული ქმედებების გამო ეს ქვეყანა ყველა ამერიკულმა კომპანიამ დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთს დაეხმარება, მსგავს საფრთხეში ჩაიგდებს თავს.

"მე მქონდა ძალიან პირდაპირი საუბარი სი ძინპინთან. მე არ დავმუქრებივარ მას, მაგრამ ნათლად მივუთითე თუ რამდენმა ამერიკულმა კომპანიამ დატოვა რუსეთი მოსკოვის ბარბაროსული ქმედებების შედეგად. ამიტომ ავხსენი, რომ სერიოზულ საფრთხეში ჩაიგდებს თავს, თუ რუსეთს დაეხმარება რაიმე სახით. 
საერთოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომლის საშუალებითაც დავადგენთ, რომელმა ქვეყანამ სად დაარღვია სანქციები" - თქვა ბაიდენმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი