რუსეთი საქართველოს ქმედებებს იწონებს | ქართული დელეგაციის შეხვედრები კრემლში

გამოქვეყნდა:

"ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს" - ამის შესახებ რუსეთის დუმაში, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ქართულ დელეგაციას მიმართა. 

დიმიტრი ლორთქიფანიძე,  გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის ცენტრის წევრებთან ერთად, უკვე ორი დღეა შეხვედრებს მართავს. დელეგაციაში არიან ევროპული სპეციალისტების პოლიტიკური საბჭოს წევრი თამარ კიკნაძე, რუსეთში ქართული დიასპორული ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე და დიასპორის სხვა წარმომადგენლები. 

ქართული დელეგაციის კრემლის პოლიტიკოსებთან შეხვედრა და ხელისუფლების დუმილი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უკრაინაში. რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო თვლის, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის სამარცხვინო შედეგია.

ავტორი: მარიამ მარხულია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი