"ეს ბრძოლა უკრაინის კი არა, საქართველოსიც არის, "ც"-ც რომ მოვაშოროთ, უკეთესი იქნება" - ნადიმ ხმალაძე

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ირპენში ღამით შედარებით მშვიდი ვითარება იყო. ქართველი მებრძოლების მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქალაქი უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ნადიმ ხმალაძე ამბობს, მტერს უკან დახევა მოუწია. მისივე თქმით, ეს ომი უკრაინისა და საქართველოს საერთო ომია.

"ოკუპანტი უკან მიიწევს, ირპენიდან საკმაო მანძილით უკან დაიხია, წაართვა ჩვენმა მხარემ სერიოზული პოზიციები. კიევისკენ ვერც მოიწევს და ვერც ვერასდროს შემოვა. ეს ბრძოლა უკრაინის კი არა, საქართველოს ბრძოლაც არის. ""-ც რომ მოვაშოროთ, უკეთესი იქნება. უკრაინის და საქართველოს ბრძოლაა. ამ ბრძოლაში გადაწყდება ხვალინდელი საქართველოს ბედი, უკრაინის ბედი. დარწმუნებული ვარ, გადაწყდება ისე, როგორც ყველა უკრაინელს უნდა", - ამბობს ნადიმ ხმალაძე. 

შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 4 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ირპენში დავით გობეჯიშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა. 

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი გუშინ სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან მარიუპოლში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 

რაც შეეხება დავით გობეჯიშვილი, მას სამშობლოში სავარაუდოდ, 29 მარტს გადმოასვენებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი