
"აზერბაიჯანი თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დაკავებას ცდილობს" - რეგიონის ე.წ.
ხელმძღვანელის, არაიკ ჰარუთიუნიანის ბრძანებით, ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.
მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება რუსეთს აზერბაიჯანის არმიის წინსვლის შესახებ ატყობინებს და ოკუპანტ ქვეყანას ე.წ სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდას სთხოვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი მოუწოდებს აზერბაიჯანს დატოვოს რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონა.
ოფიციალური ბაქო იტყობინება, რომ 26 მარტს დილით სომხეთის სამხედროები შეეცადნენ დივერსია განეხორციელებინათ აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ.
იხილეთ ასევე: