ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთში სამხედროების გაყვანას აპროტესტებენ | ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები შესაძლოა, ჩაიშალოს

გამოქვეყნდა:

რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა მასობრივად გაჰყავს. ამას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ოკუპირებულ ცხინვალში ამბობენ, რომ ოსების სიცოცხლე იმპერიალურ ამბიციებს ეწირება.

"150 ბიჭი გააგზავნეს სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში. ბარემ ყველა გააგზავნეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცები, ბარემ ბოქლომი დაადეთ რესპუბლიკას და გასაღები ვინმე სხვას გადაეცით. სამხრეთ ოსეთს არაფერი სჭირდება არც დამოუკიდებლობა და არც სახელმწიფოებრიობა. როგორც ირკვევა, ხალხიც აღარ არის საჭირო. რად ღირს ოსი ხალხის სიცოცხლე და საერთოდ ოდესმე რამედ ღირდა? ვიღაცის იმპერიული ამბიციებისთვის ეს არის საზარბაზნე ხორცი და ჩვენ სიამოვნებით ვიხდით გადასახადს ჩვენი შვილების სისხლის ფასად", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

პარალელურად, დაძაბულია ვითარება სეპარატისული რეჟიმის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს შორის, რის გამოც,  ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები შესაძლოა, ჩაიშალოს.

გუშინ ყოფილმა დე ფაქტო მმართველმა, ედუარდ კოკოითმა ღია ჩვენება მოაწყო სახელწოდებით "ღამის ვირთხები ცესკოში". კადრებში ჩანს, როგორ შედის ღამის საათებში ანატოლი ბიბილოვის კლანი ე.წ. საარჩევნო კომისიაში. კოკოითი ირწმუნება, რომ ბიბილოვი "არჩევნების" გაყალბებისთვის ემზადება და ითხოვს, "არჩევნები" გაუქმდეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი