დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებს. პროცესი 3 საათზეა ჩანიშნული.

მესამე პრეზიდენტი სხდომას დაესწრება და სასამართლო დარბაზიდან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს.

"დაცვის მხარე აპირებს, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომლის წარმოდგენაც იგეგმება სასამართლოზე, შეისწავლოს დაწვრილებით და ამ გზით დავანახოთ საზოგადოებას, ის თუ რამდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია ის ბრალდებები, რომელსაც პრეზიდენტს ედავებიან", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

პროცესის პარალელურად, იგეგმება პროტესტიც, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი