უკრაინელების "ვერბოვკისთვის" გადახდილი მილიარდები | პუტინი აგენტებმაც "გადააგდეს"

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა 2014 წლიდან მილიარდობით დოლარი დახარჯა უკრაინის პრორუს პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ერთგვარი შიდა გადატრიალება უნდა მოეწყოთ ქვეყანაში, თუმცა ამ ადამიანებმა პუტინი უბრალოდ გადააგდეს" - ინფორმაციას საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, ბილინგქეთის აღმასრულებელი დირექტორი ავრცელებს.

ხრისტო გროზევის განცხადებით, საუბარია 160-მდე FSB-ს ოფიცერზე, რომლებსაც განუსაზღვრელი ბიუჯეტი ჰქონდათ გამოყოფილი უკრაინელების გადასაბირებლად.

"უკვე ვასრულებთ გამოძიებას, თუ რამდენი ფული დახარჯა რუსეთის FSB, რომ აგენტურული მხარდაჭერა ჰქონოდა ამ ომისთვის უკრაინაში, რათა შეჭრისთანავე სახელმწიფო გადატრიალება შიგნიდან მომხდარიყო. საუბარია მილიარდობით დოლარი, რაც 2014 წლიდან დღემდე დაიხარჯა 150-160 მაღალანაზღაურებად FSB-ს ოფიცერზე. ყოველ მათგანს ჰქონდა განუსაზღვრელი ბიუჯეტი, რომ გადაებირებინათ უკრაინელები. ხვდებოდნენ მათ ტაილანდში, მალდივებზე, კვიპროსზე, თანხას ხელზე აძლევდნენ და წარმოიდგინეთ ამ უკრაინელმა აგენტებმაც გადააგდეს. ზელენსკის გადაწყვეტილება ზოგიერთი პარტიის დახურვის შესახებ, სწორი იყო, რადგან სწორედ ამ პარტიების წარმომადგენლებს ვხედავთ  FSB-ის დაჯგუფებებში, მათ  FSB აკონტროლებდათ",- ამბობს ხრისტო გროზევი.

ბილინგქეთი ამ საქმეს ჯერ კიდევ იძიებს, დამატებითი დეტალები დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი