წალენჯიხაში, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა აბულაძე დააკავეს. ის გახარიას პარტიის წევრია და არსებული ინფორმაციით, თაღლითური გზით, მიწის გადაფორმებას ედავებიან. ოპოზიციონერი სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დღეს დააკავა. მისი თანაგუნდელების ინფორმაციით, ნაკვეთი, რომელსაც გამოძიება აბულაძეს ედავება, კიდევ 4 ადამიანს ეკუთვნის, თუმცა მხოლოდ ის დააკავეს, სწორედ ამიტომ, თანაპარტიელები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია.
მათი თქმით, "ოცნება" ჯერ აბულაძის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მიზანს ვერ მიაღწია, ოპონენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეკერეს და დააკავეს.
ამ ყველაფრით კი წალენჯიხის ოპოზიციურ საკრებულოს პრობლემები ექმნება. აბულაძის თანაგუნდელები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება შეეცდება უარი ათქმევინოს მას სადეპუტატო მანდატზე.
იმ შემთხვევაში კი თუ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობენ, წალენჯიხაში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
ავტორი: ემა გოგოხია