"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს იჯდება მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს შეუძლია უკრაინის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.
"სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით 2008 წელს და მას შეუძლია ასევე ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმოს უკრაინელ ხალხს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ამ ინტერესებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება", - თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი აქვს მოსახდელი და მისი გათავისუფლება არცერთი ფორმით არ განიხილება.