თქვენ არ ხართ არც სასამართლო არც პროკურატურა, თქვენ ხართ ერთი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის შნირი ოლიგარქის წარმომადგენლები - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მოსამართლეებისა და პროკურორების გაღიზიანება გამოიწვია:
"ყოველი დღე ჩემი პატიმრობის არის საქართველოს სირცხვილი მსოფლიოს თვალში, სასამართლო, რომელიც ასამართლებს სააკაშვილს, თავისთავად ტერმინი არის სასაცილო. მას შემდეგ რაც ჰააგამ გამამართლა, სტრასბურგმა გამამართლა ორჯერ, მას შემდეგ რაც ჰოლანდიის რეგიონულმა სასამართლომ გამამართლა, რა უფლება გაქვთ თქვენ მე გამასამართლოთ?
მაგრამ თქვენ არ ხართ არც სასამართლო არც პროკურატურა, თქვენ ხართ ერთი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის შნირი ოლიგარქის წარმომადგენლები. რატომ გწყინთ? თქვენ ხართ ერთი ბნელი ოლიგარქის წარმომადგენლები.
მეგობრებო, ვდგავართ მაგრად, ვიბრძვით ბოლომდე, არ ვიხევთ უკან. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას" თქვა მიხეილ სააკაშვილმა.