გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვაც დაიცავს

გამოქვეყნდა:

მკვლელობის შეკვეთის გამოძიება თუ ახალი პოლიტიკური ინტრიგის შეთხზვა - რა მიზანი აქვს პროკურატურას? გიორგი გაბუნიას საქმეზე დღეს თავად გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ გამოძიების კითხვებს მოსამართლის თანდაწრებით უპასუხეს - საგამოძიებო უწყებამ ადვოკატებს მოლოდინი არ გაუცრუა.

მთავარი, რაც პროკურორებს აინტერესებდათ, იყო ინფორმაციის წყარო, საიდანაც თავდასხმის ობიექტმა და არხის გენერალურმა დირექტორმა დანაშაულის მზადების შესახებ შეიტყვეს. დაკითხვის მიმართულებით საგამოძიებო უწყებამ პირდაპირ მიანიშნა, რომ "ქართული ოცნების" პროკურატურისთვის ეს არ იქნება უბრალოდ კრიმინალური საქმე და პოლიტიკური დაკვეთის შესრულება გამომძიებლებს კიდევ ერთხელ მოუწევთ.

გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს - "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს პროკურატურის შეთავაზება და შესაბამისად, ის არის თანახმა, რომ პირად მცველებთან ერთად მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმა იზრუნონ. 

ამასთან დაკავშირებით დეტალები შეთანხმდება უკვე ხვალ, როდესაც გიორგი გაბუნიას ადვოკატი მივა პროკურატურაში და საბოლოო დეტალებს შეათანხმებს. 

ეს შეთავაზება თავად გაბუნიამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით. როგორც გიორგი გაბუნიამ განმარტა, მისგან, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ძირითადად აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და თავად თუ გრძნობდა მასზე მიმდინარე თვალთვალს. 

გიორგი გაბუნიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, გრძნობდა და იცოდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. 

დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოკითხეს. ამ შემთხვევაშიც, გამოძიების მთავარი ინტერესი იყო საიდან ფლობდა გვარამია იმ ინფორმაციას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი