რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების ომში ჩართვა, ევროკონვენციის მე-3, მე- 4 და მე- 5 მუხლების დარღვევა - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების ომში წაყვანა საერთაშორისო კონვენციური დარღვევაა - აცხადებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საგანგაშოა ინფორმაციები, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში მიჰყავს.

"ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე- 4 და მე- 5 მუხლების დარღვევა. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი მექანიზმი, რომ გარდა პროტესტისა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  შევთავაზოთ ჩვენ ტერიტორიაზე მათი უფლებების დაცვა, შეგვიძლია ავამოქმედოთ საერთაშორისო მექანიზმები, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები. ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, რომელიც აუცილებლად დამარცხდება და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ამ ბოროტმოქმედებაში არ იყვნენ ჩათრეულები" განაცხადა ხოშტარიამ. 

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი