რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ყირიმში 150 სამხედრო გადაიყვანა – უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ოკუპირებულ ყირიმში დაახლოებით 150 ადამიანია გადასროლილი. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბში განაცხადეს. უწყების ცნობითვე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული არმიის შევსებისთვის მოხალისეებს აქტიურად აგროვებენ. არ აქვს მნიშვნელობა, აქვთ თუ არა მათ საბრძოლო გამოცდილება ან გავლილი აქვთ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

"150 ადამიანი სამხრეთ ოსეთიდან ყირიმში-მეზობელ ოლქებში საბრძოლველად გადმოისროლეს. ასევე დაფიქსირებულია ფარული მობილიზაცია - რუსული არმიის დანაკარგების შესავსებად და მოსახლეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად. შერჩევისას მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას აქცევენ ყურადღებას და არა სამხედრო გამოცდილებას. ასევე მოჰყავთ პირები, რომლებსაც ნასამართლეობა აქვთ მოხსნილი", - განაცხადეს გენშტაბში.

თავდაპირველად 16 მარტს გავრცელებული კადრების მიხედვით ოკუპირებული რეგიონიდან რუსებმა საბრძოლო მძიმე ტექნიკა, 26 მარტს კი ავტობუსებით და "კამაზებით" პირადი შემადგენლობა გაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი