"ოჯახი ინგრევა ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა" - მეუფე იოანე რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ოჯახურ კონფლიქტს ადარებს. მან ამ თემაზე ტელეკომპანია "რიონის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაბნეულია, არ იცის ვის მხარეს დადგეს.

"იგივე, ოჯახი ინგრევა ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა და ახლა რა ქნას იქ, რძალ-დედამთილის პრობლემაა, სიძე-სიმამრის პრობლემაა, სიდედრის, შესაძლებელია შერიგება? თუ შესაძლებელია ოჯახი გადარჩეს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ოჯახში ბავშვები არიან და ბავშვების გული სკდება ამით, რომ იქ დედ-მამა ერთმანეთთან ასე არიან, იქ ბებია-ბაბუა ერთი მხრიდან, ბებია-ბაბუა მეორე მხრიდან ერთმანეთთან ასე არიან, ცუდად იხსენებენ, ლანძღავენ და ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის. კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ამ ბავშვების, ასეა აქაც, მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება არ იყოს არავის მიმართ ცუდად განწყობილი, დღეს გული გახეთქილი აქვთ, ათასობით, ამბობენ მილიონობით, 4 მილიონი, საქართველოზე მეტი მოსახლეობა, ლტოლვილი გარბის თავისი ქვეყნიდან", - თქვა მეუფე იოანემ. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ დღეს საერთო ენის პოვნა უფრო ძნელია და ამ თემაში ჩარევა, დასკვნების გაკეთება, ერთი მხარის ლანძღვა, მეორის გამართლება, გამოსავალი არ არის - "ამით ჩვენ ვაღრმავებთ დაპირისპირებას".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი