ბოლო ერთ წელში, ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ ელჩად წარდგენილ ყველა კანდიდატს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა, 12-ვე კანდიდატურას ხელი მოაწერა. "ინტერპრესნიუსმა" შესაბამისი ინფორმაცია ადმინისტრაციისგან გამოითხოვა. 

საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილი გასული 1 წლის განმავლობაში, ელჩების დანიშვნაზე უარში დაადანაშაულა.

"2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით საქართველოს მთავრობამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა. ყველა წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.

 გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ პრეზიდენტმა დანიშნა:

  1. ვახტანგ მახარობლიშვილი - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე
  2. სოფიო ქაცარავა - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე
  3. ზაზა გაბუნია - მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  4. გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე
  5. დავით სოლომონია- ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  6. ირაკლი ხუცურაული- ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  7. ირაკლი ხუცურაული- შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად
  8. ზურაბ ბერიძე - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად
  9. ნათელა მენაბდე - დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად
  10. თეიმურაზ ლეჟავა - იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  11. ლევან დიასამიძე - მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  12. სალომე შაფაქიძე - ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი