დღეს პარლამენტს უნდა ემსჯელა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა განეხილათ, თუმცა მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ 2 კვირით საკითხზე მსჯელობა გადაიდება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ცვლილებების რეალური მიზანი სალომე ზურაბიშვილის "დასჯაა". მმართველი გუნდი ახლა ოპონენტებისგან არგუმენტებს ელოდება.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ცვლილებათა პაკეტს მიიღებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინოს, არა მხოლოდ აქტის, არამედ მოქმედება-უმოქმედობის საფუძველზეც.
"ქართულ ოცნებას" ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დასაწყებად სჭირდება.