სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 მლნ 60 ათასი ლარის გადახდა დააკისრა | ახალი შეტევა "ფორმულას" დამფუძნებელზე

გამოქვეყნდა:

ახალი შეტევა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სამინისტროს სასარგებლოდ, 5 მილიონ 60 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. 

თავდაცვის სამინისტრომ საქალაქო სასამართლოს უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა, რომელმაც დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა დამნაშავეებად სცნო და დაადგინა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა სამინისტროს 5 მილიონის ზარალი მიაყენეს. 

ხელისუფლებას დავით კეზერაშვილის თაროზე შემოდებული საქმე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ გაახსენდა. რამდენად შესაძლებელია, ზარალის ანაზღაურება თავდაცვის უწყებამ, ტელეკომპანია "ფორმულას" აქტივებით მოითხოვოს, ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი