ოკუპირებული ტერიტორიებიდან წაყვანილები | კრემლი აფხაზი და ოსი ახალგაზრდების ფრონტის ხაზზე გაწვევას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული სოხუმი და ცხინვალი დაძაბული მოლოდინით ცხოვრობს. უკრაინაში რუსეთის მარცხი, სულ უფრო ზრდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების ალბათობას.

რუსული და ადგილობრივი სამხედრო შენაერთების გადასროლის შემდეგ, კრემლმა შესაძლოა აფხაზი და ოსი ახალგაზრდების ფრონტის ხაზზე გაწვევაც მოითხოვოს.

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი ძალადობის ფონზე თბილისი დუმს. საქართველოს ხელისუფლებას, ამ დრომდე არანაირი რეაქცია არ ჰქონია ჩვენი თანამოქალაქეების ომში იძულებით ჩართვაზე.

ოპოზიცია სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ექსპერტები კი ხელისუფლებას ურჩევენ, მყარი გარანტიები მისცეს პუტინის რეჟიმს გამოქცეულ, აფხაზებსა და ოსებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი