
"რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა... მათი არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს.
რა თქმა უნდა, რუსეთის არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. მაგრამ გუშინ მაინც მოხდა მთავარის დემონსტრაცია - რუსეთს, უახლოეს პერიოდში, კიევის შტურმის აღარც ძალა აქვს და ვეღარც სურვილი. ეს კი მის სამხედრო მარცხს ნიშნავს.
რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა. დღეს მარცხი აღიარა სეპარატისტების თავდაცვის მინისტრმაც. ამასობაში, უკრაინას ბრიტანეთიდან მიეწოდება მძიმე არტილერია, რაც მათ ტერიტორიების გასათავისუფლებლად ჰაერივით სჭირდებათ, - წერს მიხეილ სააკაშვილი.