"მოსამართლე გადაწყვეტილებას 6 აპრილს გამოაცხადებს" | "სირცხვილიას" აქტივისტების პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

"ჩვენი აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე გადაწყვეტილებას 6 აპრილს, 17:20-ზე გამოაცხადებს" - ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილია" წერს.

6 აქტივისტს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 7 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას, როცა სამოქალაქო აქტივისტები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი